კომპანია შ.პ.ს. „ პარტნიორი „ დაარსდა 2012 წელს . ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფეხსაცმლის წარმოება. კომპანია დაკომპლექტებული არის მაღალი რანგის, საქმის ღრმად მცოდნე , მრავალწლიანიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი თანამშრომლებისაგან. ყოველივე ეს ნათლად აისახება ჩვენს მიერ გამოშვებულ პროდუქციის ხარისხზე შექმნის დღიდან ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის, გამძლე და კომფორტულ ფეხსაცმელებს. როგორც ყოველდღიური მოხმარებისათვის, ასევე სპეციალური დანიშნულებისათვის, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს.
2014 წლიდან კომპანია პარტნიორი მონაწილეობას იღებს ფეხსაცმელების სახელმწიფო შესყიდვებში . ხარისხის მიმართ კომპანიის თითოეული თანამშრომლის მაღალმა პასუხისმგებლობამ სასურველი შედეგი გამოიღო , დროის მცირე მონაკვეთში, ეტაპობრივად პროგრესის ზრდით შპს „პარტნიორი“ ლიდერი გახდა ქვეყანაში ფეხსაცმელების მწარმოებელ კომპანიებს შორის და ასევე მაღალ კონკურენტუნარიან ძალად იქცა იმ ბიზნეს კომპანიებისთვისაც რომლებსაც აღნიშნული საქონელი მსოფლიოს სხვადასხვა ფირმებიდან შემოაქვთ .
დროის ამ მონაკვეთში ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი შემსყიდველები არიან:
მომხმარებელთა გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია პარალელურ რეჟიმში გადადის ინდივიდუალურ მომსახურეობაზეც.
უმაღლესი ხარისხის საზედაპირე ლაქის ტყავი. ფერი-შავი, ტყავის სისქე 1,8-2 მმ. სარჩული კოჭფარის უკანა ნაწილი ნატურალური ტყავის, წინა საკავშირის ნაწილი ტენის მშთანთქმელი ქსოვილისაგან. შუა სარჩული სპეციალური წებოვანი ქსოვილის. კოჭფარის და საკავშის შეერთების ქვეშ ხელოვნური ბოჭკოსაგან დამზადებული ქსოვილი. კალაპოტის ცხვირის ფორმა მოგრძო ოვალური. ფეხსაცმლის ცხვირქვედა და საქუსლარი თერმოგრანიტოლის სისქე 1,2 მმ. ჩასაფენი ღაბაში ანტიბაქტერიული და ტენშემწოვი მასალისაგან, ჩახურების საწინააღმდეგო, საიმედო ფიქსირების მეთოდით. გადასაჭიმი ღაბაში სპეციალური მუყაოსაგან სუპინატორით. ძირის მიმაგრების მეთოდი ორშრიანი, ელასტიური გვირისტიანი რანტით, შუა პლასტი მიკრული და ძირიდან შემოკერილი. პირველი შრე გაკერილია საზედაპირე ნამზადთან ერთად. შეერთება შეწებების მეთოდი: სითბური ელემენტის მაღალი წნევის პრესით. საძირე მასალა: პოლიურეთანი - გახურების საწინააღმდეგო. ქუსლის სიმაღლე 3.5 +- 0.5 სმ. ფეხსაცმელი იკერება გასანთლული ყაითანით. ყაითანის სიგრძე 70 სმ.
მეტყევეს უსაფრთხო მაღალყელიანი ფეხსაცმელი EN ISO-20347-2011 სტანდარტის მიხედვით,
ფეხსაცმელის ზედაპირი შავი ფერის, დამზადებული მაღალი ხარისხის ქრომით გამოყვანილი ნატურალური ტყავისაგან სისქით 1,4-1,6 მმ. სარქველი ნატურალური ტყავის სისქით 1,2-1,4 მმ ყრუდ ჩაკერებული. ფეხსაცმლის (ბერცის) სიმაღლე 240+_ 3მმ. ფეხსაცმლის ცხვირი გაძლიერებული, თერმოპლასტის მასალით.ქუსლის უკანა ნაწილი(ზადნიკი) ხისტი, გაძლიერებული თერმოპლასტის მასალით.ფეხსაცმლის ძირი ორ ფენიანი რეზინი+პოლიურეტანი. ძირის დაწეპება თერმულად “Goodyer”-ს ტექნოლოგიით 360 გრადუსზე.
სუპინატორი რკინის. ფეხსაცმლის შიდა საფენი მდგრადი ცვეთაზე, მაღალი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინაამღდეგო თვისებებით, გუბკისებური სინესტეს შემწოვი. ფეხსაცმელი იკვრება თასმებით.
მაღალყელიანი ფეხსაცმელი, სიმაღლე ქუსლის ჩათვლით 20სმ ±2სმ. დამზადებული უმაღლესი ხარისხის, ნატურალური შავი ფერის საზედაპირე ტყავისგან. სისქე 1,4- 1,6მმ. ლანჩი (ძირი) დამზადებული პოლიურეთანის მასალისგან. ქუსლის სიმაღლე 2.5-3სმ. ძირი ჩამოსხმული ქუსლთან ერთად. ფეხსაცმლის ძირითადი ღაბაში ნატურალური ტყავისგან დამზადებული, სისქით 2,0-2,6 მმ. ფეხსაცმლის ძირის მიმაგრება-შეერთება შეწებების მეთოდი: სითბური ელემენტის მაღალი წნევის წნეხით. ფეხსაცმლის ძირი შემოკერილია საზედაპირე ნამზადთან და ტყავის ღაბაშთან ერთად. ფეხსაცმელი იკვრება 8-9 ზონარზე, შესაბამისი სიგრძის გასანთლული თასმით. თასმის გასაყრელ ადგილებზე აქვს უჟანგავი, შავი ფერის ლითონის გასაყრელი რგოლები. ფეხსაცმლის ენა „ღამურას ფორმის“ (თასმის მე-5 შესაკრავამდე) ჩამაგრებულია იმდაგვარად, რომ გამორიცხულია თასმების შეკვრის ადგილიდან ფეხსაცმელში წყლის (და/ან ნებისმიერ სახის სითხის) მოხვედრა. ფეხსაცმლის სარჩულად გამოყენებული ა მაღალი ხარისხის მათბუნებელი ხელოვნური ბეწვი. (გვერდებისა და ენის ნაწილში მინიმუმ 0,5სმ და მაქსიმუმ 0,7სმ სიგრძით). ფეხსაცმელი არის მაქსიმალურად მსუბუქი, რომელიც გათვლილია დღის განმავლობაში 24 საათით მოხმარებაზე კომფორტულობის შენარჩუნებით. 42 ზომა წყვილი ფეხსაცმლის წონა არ არემატება 1200 გრ-ს. შემოთავაზებული საქონელი არის მაღალი ხარისხის.
საზედაპირე ტყავი ნატურალური, მაღალი ხარისხის, წყალგაუმტარი, (ტყავის სისქე 1,8-2 მმ.). სარჩული დათბილული. ჩასაფენი ღაბაშით. ძირის მიმაგრების მეთოდი _ ორშრიანი, პოლიურეთანის. პირველი შრე გაკერილია საზედაპირე ნამზადთან ერთად, მეორე შრის შეერთება შეწებება-დაპრესვის ან ვულკანიზაციის მეთოდით.
გამოყენებული მასალა: ძირი შემოკერილი- შავი ფერის ეთილენვინილაცეტილატი „ევა“ (სიმაღლე 3 სმ - 4 სმ )
სიმკვრივე: 0.3g/cm3 +/-0.05g/cm3
საზედაპირე ტყავი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, შავი ფერის, სისქე 1,2-1,5მმ,
ცხვირის ქვედა და საქუსლარის სიმაგრე ფორმირდება სითბური დანადგარით.
ფეხსაცმელი იკვრება გასანთლული თასმებით, ყელის სიმაღლე იატაკიდან 13-14 სმ. ზონრის საყრელი 9 წყვილი, ზონარსაყრელები მეტალის, ფეხსაცმლის სარჩული, ენაკის სარჩული და ღაბაში დამუშავებულია ტყავით. ღაბაში ანატომიური ფორმის, ადვილად გამოცვლადი და რეცხვადი. ენაკი თავისუფალი, მასალა: ფეხსაცმლის საზედაპირე ტყავის შესაბამისი შერბილებული თხელი მასალით, განთავსებული ზედა ტერფიდან ფეხსაცმლის ბოლომდე. გარეცხვის შემთხვევაში ნაკეთობა ინარჩუნებს ხარისხს და თვისობრივ მახასიათებლებს.
ფეხსაცმელი ზამთრის - შავი ფერის. საზედაპირე მასალა მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავი სისქე 1,6მმ-1,8მმ. შუასარჩყული წებოვანი ქსოვილი. სარჩული ქსოვილზე დუბლირებული ღრუბელის. ცხვირისა და ქუსლის ნაწილში გამოყენებულია სპეციალური გასამაგრებელი მასალა სისქით ცხვირის ნაწილი 1,2მმ-და ქუსლის ნაწილი 1,4მმ (დასაშვები ცდომილება +- 10%). ძირითადი ღაბაში და ნახევარ ღაბაში სპეციალური საღაბაშე მუყაოსაგან დამზადებული. სტაბილური, საყრდენი ფუნქციის უზრუნველსაყოფად და ძირის სტრუქტურის ეფორმირების ასაცილებლად ძირითადი ღაბაში გამაგრებულია ლითონის სუფინატორით. ჩასაფენი ღაბაში ანატომიური ფორმის ტენშემწოვი მასალისაგან. ძირი-პოლიურეთანი, ორშრიანი, გახურების საწინააღმდეგო, ელასტიური გვირისტიანი რანტით, შუა პლასტ მიკრული, პირველი შრე გაკერილია საზედაპირე ნამზადთან ერთად, მოცურების საწინააღმდეგო პროტექტორი, ქუსლის სიმაღლე არანაკლებ 3სმ. ძირის მიმაგრება ზედაპირთან შეერთება შეწებების მეთოდით."
• მსუბუქი, გამძლე, სინთეტიკური ტყავისა და
ნაჭრის კომბინაცია;
• შედუღებული PU გარსი, ფეხსაცმლის
ცვეთამედეგობისთვის;
• ჩამოსხმული ანტი მიკრობული ღაბაში;
• მსუბუქი TPU ღერძით შუაძირზე საყრდენად და
საკმარისი სიმაგრისთვის;
• მაღალი წევის რეზინით გარეძირზე, სხვადასხვა
ამინდში კარგი მოჭიდებისთვის;
• ფერი - შავი.
მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმლი შეესაბამება E N I S O 20345 : 2011; S 3 SRS სტანდარტ(ებ)ს, კერძოდ:
- ფეხსაცმლის ზედაპირი დამზადებულია წყალამრეკლი ნატურალური ტყავისგან, რომლის სისქე არის 1,6-1,8 მმ, S3 დაცვის დონით;
- ფეხსაცმელს აქვს კომპოზიტით დაცული ცხვირი, ძირი არის ჩხვლეტაშეუხწევადი ტექსტილით დაცული;
- ფეხსაცმლის ძირი დამზადებულია ორმაგი სიმჭიდროვის პოლიურეთანის მასალისაგან, ის არის ანტისტატიკური და ნავთობპროდუქტების მიმართ მდგრადი;
- ფეხსაცმელის ძირს აქვს ენერგიის მშანთქმელი ქუსლი და ქუსლზე შუქამრეკლი ზოლი;
- მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმელი არის დრეკადი და ცვეთაგამძლე;
- ფეხსაცმელს აქვს ათი გასაყრელი რგოლი, რომელშიც ადვილად გადის შესაკრავი თასმა;
2104 - დამცავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი:
ტყავის მაღალყელიანი წყალამრეკლი ფეხსაცმელი, საზედაპირე მასალა ნატურალური ტყავი, სისქით არანაკლებ 1.6 - 1,8 მმ; S3 დონის დაცვით. ფეხსაცმელს აქვს კომპოზიტით დაცული ცხვირი, რომელზეც გადმოდის ფეხსაცმლის ძირი; ჩხვლეტაშეუხწევადი ტექსტილით დაცული ძირი, ანტისტატიკური და ნავთობ მდგრადი, ფეხსაცმელი არის დრეკადი და ცვეთაგამძლე, ორმაგი სიმჭიდროვის პოლიურეთანის ძირით. ფეხსაცმელს აქვს ენერგიის მშანთქმელი ქუსლი, ქუსლზე შუქ ამრეკლი ზოლი. ფეხსაცმელს აქვს ათი რგოლი თასმისთვის და შესაძლებელია თასმების რგოლებში ადვილად გატარება. ფეხსაცმელი შეესაბამება EN ISO 20345:2011; S3 SRC სტანდარტ(ებ)ს.
დაბალყელიანი დამცავი ფეხსაცმელი შეესაბამება ENISO 20345 სტანდარტს .
SIP, HRO,SRA ხარისხის დაცვით . კერძოთ :
ძირითადი მასალა ზამშე , ფეხსაცმელი იკვრება თასმით ,კომპოზიტითდაცული
ცხვირი. ჩხვლეტა შეუღწევადი, ტემპერატურისადმი მდგრადი ძირი (300 გრადუსი
1 წთ განმავლობაში) , ანტისტატიკური , სრიალშეზღუდული , ენერგიის
მშთანთქმელი ქუსლით , მეტალის გარეშე. ფეხსაცმლის ზომა 37-47
(შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად )
მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმელი დამზადებულია ENISO 20345
სტანდარტის შესაბამისად . S3 , HRO , SRC ხარისხის დაცვით .
კერზოთ : ზირითადი მასალა ნატურალური ტყავი . კომპოზიტით დაცული ცხვირი ,
ჩხვლეტაშეუღწევადი ტექსტილის ,ტემპერატურისადმი მდგრადი ძირი (300 გრადუსი 1
წთ. განმავლობაში ) , ანტისტატიკური , სრიალშეზღუდული , ორმაგი სიმჭიდროვის
პოლიურეთანი/რეზინის ,ენერგიის მშთანთქმელი ქუსლით . ზომა 38 – 47 ( მოთხოვნათა
შესაბამისად )
მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმელი , ძირითადი მასალა ნატურალური ტყავი ,
ფეხსაცმელი იკვრება თასმებით , სტანდარტი ENISO 20345 სპეც. ფეხსაცმლის დაცვის
ხარისხი S3, SRC დაცვით . კომპოზიცის დამცავი ცხვირით . ანტისტატიკური,
სრიალშეზღუდული , წყალგაუმტარი , ჩხვლეტაშეუღწევადი, მეტალის გარეშე .
ფეხსაცმლის ზომა 36 – 48. მოთხოვნათა შესაბამისად .
ქ. ქუთაისი, ვარლამიშვილის ქ. 28
ტელ: 577 47 75 35
უმაღლესი ხარისხის საზედაპირე ლაქის ტყავი. ფერი-შავი, ტყავის სისქე 1,8-2 მმ. სარჩული კოჭფარის უკანა ნაწილი ნატურალური ტყავის, წინა საკავშირის ნაწილი ტენის მშთანთქმელი ქსოვილისაგან. შუა სარჩული სპეციალური წებოვანი ქსოვილის. კოჭფარის და საკავშის შეერთების ქვეშ ხელოვნური ბოჭკოსაგან დამზადებული ქსოვილი. კალაპოტის ცხვირის ფორმა მოგრძო ოვალური. ფეხსაცმლის ცხვირქვედა და საქუსლარი თერმოგრანიტოლის სისქე 1,2 მმ. ჩასაფენი ღაბაში ანტიბაქტერიული და ტენშემწოვი მასალისაგან, ჩახურების საწინააღმდეგო, საიმედო ფიქსირების მეთოდით. გადასაჭიმი ღაბაში სპეციალური მუყაოსაგან სუპინატორით. ძირის მიმაგრების მეთოდი ორშრიანი, ელასტიური გვირისტიანი რანტით, შუა პლასტი მიკრული და ძირიდან შემოკერილი. პირველი შრე გაკერილია საზედაპირე ნამზადთან ერთად. შეერთება შეწებების მეთოდი: სითბური ელემენტის მაღალი წნევის პრესით. საძირე მასალა: პოლიურეთანი – გახურების საწინააღმდეგო. ქუსლის სიმაღლე 3.5 +- 0.5 სმ. ფეხსაცმელი იკერება გასანთლული ყაითანით. ყაითანის სიგრძე 70 სმ.